მოგზაურებისთვის
ბარგის შენახვა თბილისში
მოგზაურობებს შორის ჩემოდნების თრევა აღარ მოგიწევს — კურიერი ბარგს შენი მისამართიდან ან სასტუმროდან წამოიღებს, შევინახავთ და დაბრუნებისას ისევ მოგიტანთ
რატომ Keepit-თან
კარიდან კარამდე
კურიერი ჩემოდნებს სასტუმროდან, ჰოსტელიდან ან ბინიდან წამოიღებს — ქალაქში ტარება არ დაგჭირდება
დაზღვეული და დაცული
ყველა ნივთი ჩაბარებისას ფოტოზე ფიქსირდება, დაზღვეულია ₾1,000-მდე და ინახება ვიდეო-მეთვალყურეობის ქვეშ.
დაბრუნება 12 სამუშაო საათში
დაბრუნებასაც ონლაინ მოითხოვ და ბარგს ნებისმიერ მისამართზე დაგიბრუნებთ
სამართლიანი ფასი
იხდი მოცულობით და არა ჩანთების რაოდენობით.
როგორ მუშაობს
- 1
შეუკვეთე ონლაინ
აირჩიე წამოღების მისამართი და დრო
- 2
კურიერი წამოიღებს
ადგილზე ხდება ფოტო-ფიქსაცია და ციფრული აღრიცხვა — ყველაფერი შენს პანელში ჩანს
- 3
ინახება დაზღვეულად
ბარგი ჩვენს დაცულ საწყობში ელოდება შენს დაბრუნებას — დღეებით თუ თვეებით
- 4
მოგაქვს ან მოგიტანთ
დაბრუნებისას შეუკვეთე მიტანა ნებისმიერ მისამართზე ან თავად წაიღე საწყობიდან
დაფარვა
ბარგს ვიღებთ თბილისსა და თბილისის შემოგარენში — ასევე მცხეთასა და რუსთავში. ჩემოდნები ჩვენთან უსაფრთხოდ შეინახება
კითხვები ბარგის შენახვაზე
რამდენად სწრაფად დავიბრუნებ ბარგს?
დაბრუნებას შენი მართვის პანელიდან მოითხოვ და 12 სამუშაო საათში (ორშაბათი–შაბათი, 09:00–19:00) მოგიტანთ ნებისმიერ მისამართზე ჩვენი ზონის ფარგლებში — თბილისი, მცხეთა, რუსთავი
სასტუმროდან ან Airbnb-დან წამოიღებთ?
კი — ნებისმიერი მისამართი თბილისში, მცხეთასა და რუსთავში. ჩაბარება შეგიძლია რესეფშენთან ან მასპინძელთან შეთანხმებითაც დაგეგმო
ბარგი დაზღვეულია?
კი — ყველა ნივთი ჩაბარებისას ფოტოზე ფიქსირდება და დაზღვეულია ₾1,000-მდე.
სხვა სამოგზაურო ინვენტარს ინახავთ?
რა თქმა უნდა: ზურგჩანთები, თხილამურები, კარავი და სალაშქრო აღჭურვილობა, საბავშვო ეტლი — ნებისმიერი, მალფუჭებადისა და აკრძალულის გარდა
იმოგზაურე მსუბუქად — ბარგს ჩვენ შევინახავთ
შეუკვეთე წამოღება რამდენიმე წუთში — კურიერი სასურველ დროს, სასურველ მისამართზე მოვა

