რემონტისთვის
რემონტი სტრესის გარეშე
რემონტის დროს ავეჯი და ნივთები ხელს გიშლის? Keepit წაიღებს და შეინახავს რემონტის დასრულებამდე
რემონტი ნივთების დაცვით
ავეჯის დაცვა
რემონტის მტვერი და დაზიანება? ჩვენთან ნივთები უსაფრთხოდ შეინახება
რემონტის პერიოდში
1-3-6 თვით შენახვა — რამდენიც საჭიროა რემონტის დასასრულებლად
დაზღვევა
ნივთები დაზღვეულია ₾1,000-მდე. გამონაკლისები დაზღვევის პირობებშია.
სწრაფი დაბრუნება
რემონტი დასრულდა? 12 სამუშაო საათში დავაბრუნებთ ყველა ნივთს
რემონტი მტვრისა და ნერვების გარეშე
ცელოფანი ავეჯს მტვრისგან ბოლომდე ვერ იცავს — წვრილი სამშენებლო მტვერი ყველგან აღწევს, საღებავის წვეთებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. გატანილი ავეჯი კი ხელოსნებსაც უთავისუფლებს სივრცეს: რემონტი უფრო სწრაფად და იაფად მთავრდება
ოთახ-ოთახ არემონტებ? ნივთებს ნაწილ-ნაწილ დაიბრუნებ — ჯერ საძინებლის ავეჯი, მერე მისაღების. იხდი მხოლოდ იმ მოცულობუს თანხას, რაც ჯერ კიდევ ჩვენთანაა.
დაშალე დიდი ავეჯი
დაშლილი კარადა ნაკლებ მოცულობას იკავებს — მოცულობით გადახდისას ეს პირდაპირ ფასს ამცირებს.
ელექტრონიკა ყუთებში
ტელევიზორი და ტექნიკა ორიგინალ ყუთებში ან ჩვენი შესაფუთი მასალით იფუთება— კურიერი მას ადგილზე შეფუთავს
რბილი ავეჯი სუნთქვად მასალაში
დივანი და ლეიბი სუნთქვად მასალაში ინახება, არა ჰერმეტულ ცელოფანში — ასე კონდენსატი არ უჩნდება

