ელექტრონიკის შენახვა

ელექტრონიკის შენახვა თბილისში

ტელევიზორი, კომპიუტერი, მონიტორი, ხმის ტექნიკა — შევინახავთ მშრალ, სტაბილური ტენიანობის და ტემპერატურის მქონე გარემოში. ორიგინალი ყუთები შესაფუთად საუკეთესოა, თუ არ გაქვს — ჩვენ შევფუთავთ

იხდი მხოლოდ მოცულობას — მინიმალური სივრცის მოთხოვნის გარეშე

ელექტრონიკის შენახვა

რატომ Keepit ელექტრონიკისთვის?

  • ტენისგან დაცვა

    ელექტრონიკის მთავარი მტერი ტენია; ჩვენს საწყობში ტენიანობა სასურველ ნიშნულზეა, რაც უზრუნველყოფს ნივთების კონდენსატისა და კოროზიის გარეშე შენახვას

  • ანტისტატიკური შეფუთვა

    დაფები და კომპონენტები სტატიკური ელექტრობისგან დაცულად იფუთება

  • სტაბილური ტემპერატურა

    ექსტრემალური სიცხე და სიცივე ბატარეებსა და ეკრანებს აზიანებს; ჩვენთან ტემპერატურა მუდვივად სტაბილურია

  • დაზღვევა + ფრთხილი ტრანსპორტი

    ნებისმიერი სახის ტექნიკა დაზღვეულია და ფრთხილად გადაიზიდება

როგორ ვინახავთ ტექნიკას უსაფრთხოდ

ელექტრონიკა ტენს, მტვერსა და დარტყმას ვერ იტანს. ჩვენ თითოეულ მოწყობილობას ცალ-ცალკე ვფუთავთ, ვდებთ მყარ ზედაპირზე და ვინახავთ მშრალ, სტაბილურ ზონაში — ისე, როგორც მწარმოებელი გირჩევს

შენახვამდე გირჩევთ მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლს. დანარჩენზე ჩვენ ვზრუნავთ

  • შეინახე ორიგინალ ყუთებში

    თუ გაქვს, საუკეთესო დაცვაა; თუ არა — ჩვენ შევფუთავთ

  • ამოიღე ბატარეები

    დიდ ხანს შენახვისას, ბატარეამ ტექნიკაში შეიძლება გაჟონოს; ამოღებული უსაფრთხოა

  • დაახვიე კაბელები ცალკე

    მონიშნე და ცალკე შეინახე, რომ დაბრუნებისას ადვილად გადაარჩიო

ტექნიკის უსაფრთხო შენახვა ერთ ზარზე

გამოგვიძახე და მოვალთ.

შენახვის დაწყება