ტანსაცმლისა და სეზონური ნივთების შენახვა
სეზონური ტანსაცმლის შენახვა თბილისში
ზამთრის ქურთუკები ზაფხულში, ზაფხულის ტანსაცმელი ზამთარში, სადღესასწაულო დეკორი — სეზონური ნივთები კარადას ავსებს. შევინახავთ სუფთა, მშრალ გარემოში და სეზონზე დაგიბრუნებთ.
იხდი მხოლოდ მოცულობას — მინიმალური ოდენობის მოთხოვნის გარეშე
რატომ Keepit ტანსაცმლისთვის?
დაცვა მწერებისგან
ტანსაცმელს ვინახავთ სუფთა, მწერებისგან დაცულ გარემოში
მშრალი ჰაერი
ტენი ქსოვილზე ობსა და სუნს ტოვებს; ჩვენი საწყობი ნესტისგან დაცულია
სეზონური მოქნილობა
შეინახე ერთ სეზონზე და დაიბრუნე მეორეზე — ზუსტად მაშინ, როცა გჭირდება
კურიერი + დაზღვევა
წამოვიღებთ შენთვის სასურველი მისამართიდან, დაზღვევით
სეზონური გარდერობის როტაცია
ბევრი ნივთი წელიწადში მხოლოდ ნახევარ 1-2 სეზონი გვჭირდება — ზამთრის ქურთუკები, საახალწლო დეკორაცია, ზაფხულის ფეხსაცმელი. მათი კარადაში შენახვა ზედმეტ ადგილს იკავებს. სეზონური როტაცია სივრცეს ათავისუფლებს და ნივთებს ინარჩუნებს სუფთად
ვინახავთ სუნთქვადი ქსოვილის შესაფუთით — არა პლასტმასის ჩანთა, რომელიც ტენს აკავებს — მშრალ ზონაში. ნივთები პირვანდელი სახით გიბრუნდება
რეკომენდაცია: გარეცხე შენახვამდე
სუფთა ტანსაცმელი უკეთესად ინახება
გამოიყენე სუნთქვადი შესაფუთი
პლასტმასის ნაცვლად ქსოვილის ან მუყაოს, რომ ქსოვილმა „ისუნთქოს“
მგრძნობიარე ნივთების შენახვა
ტყავი და ნაქსოვი ჩამოკიდების ნაცვლად ფრთხილად დაკეცე ფორმის შესანარჩუნებლად

