ხშირად დასმული კითხვები
როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ყველაფერი, რაც Keepit-ის შესახებ უნდა იცოდე
როგორ მუშაობს წაღების პროცესი?
შეკვეთის განთავსების შემდეგ ჩვენ მოვალთ შენ მიერ არჩეულ მისამართზე, არჩეულ დროს, სათანადო შესაფუთი მასალებით, ფოტოებით დავაფიქსირებთ ყველა ნივთს და ჩვენს ობიექტზე გადავიტანთ. შეგიძლია ნივთები თავადაც მოიტანო
როგორ დავიბრუნო ნივთები?
უბრალოდ შედი შენს მართვის პანელში, მონიშნე საჭირო ნივთი და დააჭირე დაბრუნების მოთხოვნას. ჩვენ დავგეგმავთ მიწოდებას შენს სასურველ მისამართზე 12 სამუშაო საათში (ორშაბათი–შაბათი, 09:00–19:00)
დაზღვეულია ჩემი ნივთები?
დიახ. ყველა გეგმა მოიცავს სადაზღვევო დაფარვას ₾1,000-მდე თითო ნივთზე. გამონაკლისები დაზღვევის პირობებშია
რა ნივთების შენახვა შეიძლება?
ვინახავთ ავეჯს, ელექტრონიკას, დოკუმენტებს, სეზონურ ნივთებს, ყუთებსა და სხვადასხვა ინვენტარს. საშიში მასალები, მალფუჭებადი პროდუქტები და უკანონო ნივთები არ მიიღება
არის მინიმალური შენახვის ვადა?
მინიმალური შენახვის ვადაა 1 თვე. ვადის გახანგრძლივება ნებისმიერ დროს შეგიძლია შენი მართვის პანელიდან
როგორ ითვლება ფასი?
იხდი იმ კუბური მეტრის (მ³) მიხედვით, რასაც ნივთი რეალურად იკავებს. არანაირი ფიქსირებული ოთახი — მხოლოდ რეალური მოცულობა. უფრო გრძელვადიანი გეგმა = უფრო დიდი ფასდაკლება
რამდენის შენახვა შეიძლება ერთ შეკვეთაში?
ერთ შეკვეთაში ნივთების ჯამური მოცულობა 30 მ³-ზე ნაკლები უნდა იყოს. მოცულობას შეკვეთისას ავტომატურად ვითვლით და კალათაში გაჩვენებთ.
შემიძლია ნივთების მხოლოდ ნაწილის დაბრუნება?
კი — შენს პანელში ნივთობრივად ირჩევ, რა გინდა დაბრუნდეს. კურიერით მიტანა ფასიანია (ტრანსპორტის ტარიფით), საწყობიდან თვითგატანა კი უფასოა
რა ხდება, თუ ნივთი დაზიანდა?
ჩაბარებისას ყველა ნივთი ფოტოზე ფიქსირდება, ამიტომ მდგომარეობა დოკუმენტირებულია. თითო ნივთი დაზღვეულია ₾1,000-მდე — დაზიანების შემთხვევაში საკითხს დაზღვევის ფარგლებში მოვაგვარებთ
მოგზაურობისას ბარგის შენახვა შეიძლება?
კი — ჩემოდნებსა და სამოგზაურო ინვენტარს სასტუმროდანაც ვიღებთ და დაბრუნებისას ისევ მოგიტანთ. დეტალები ბარგის შენახვის გვერდზეა
ვინ ფუთავს ნივთებს?
კურიერს შესაფუთი მასალა მოაქვს და ნივთებს ადგილზე ფუთავს. თუ წინასწარ შეფუთვა გირჩევნია, მუყაოს ყუთის შეძენა შეფუთვის გვერდიდან შეგიძლია — მისამართზე მოგიტანთ
როგორ ვაკონტროლებ, რა მაქვს შენახული?
თითო ნივთი ჩაბარებისას ფოტოზე ფიქსირდება და ციფრულ ინვენტარში ჯდება — შენს პანელში ნებისმიერ დროს ხედავ, რა ინახება და რა მდგომარეობაშია.
რომელ ზონებში მუშაობთ?
კურიერი ნივთებს იღებს და აბრუნებს თბილისსა და თბილისის შემოგარენში. სხვა ქალაქიდან ნივთები შეგიძლია თავად ჩამოიტანო საწყობში — შევინახავთ.
რა საათებში მუშაობთ?
საწყობი და კურიერის სერვისი მუშაობს ორშაბათიდან შაბათამდე, 09:00–19:00. კვირა დასვენების დღეა. შეკვეთის განთავსება ონლაინ ნებისმიერ დროს შეგიძლია
რამდენად დაცულია საწყობი?
საწყობი 24/7 ვიდეო-მეთვალყურეობის ქვეშაა, წვდომა კონტროლირებადია და ყველა ნივთი დაზღვეულია. ნივთებთან წვდომა მხოლოდ ჩვენს გუნდს აქვს
არის მინიმალური მოცულობა ან თანხა?
ფასი ნივთების რეალური მოცულობით ითვლება. მინიმალური ვადა 1 თვეა.
რა ნივთებს არ ვინახავთ?
უმეტეს ნივთს ვინახავთ, თუმცა გარკვეული კატეგორიები არ მიიღება: მუსიკალური ინსტრუმენტები (პიანინო, გიტარა, როიალი), მალფუჭებადი პროდუქტები და საკვები, სითხეები, აალებადი/ფეთქებადი და საშიში ნივთები, იარაღი და საბრძოლო მასალა, უკანონო ან კანონით აკრძალული ნივთები, ცოცხალი არსებები და მცენარეები, ასევე ნაღდი ფული და ძვირფასეულობა.
