საბურავების შენახვა

საბურავების სმარტ შენახვა

სეზონური საბურავები ზედმეტ ადგილს იკავებს? ჩვენ შევინახავთ კლიმატ-კონტროლით აღჭურვილ, მზის სხივებისგან დაცულ სივრცეში, დაზღვევით ₾1,000-მდე. სეზონის ცვლილებისას — მოგიტანთ

სედანი ₾5 · ჯიპი ₾8 ცალი/თვეში

საბურავების შენახვა

რატომ Keepit?

  • კლიმატ-კონტროლი

    ტემპერატურა და ტენიანობა ოპტიმალურ დონეზე, რაც ზრდის ექსპლუატაციის საბურავების ხანგრძლივობას

  • დაზღვეული შენახვა

    შენი საბურავები დაზღვეულია ₾1,000-მდე. გამონაკლისები დაზღვევის პირობებშია.

  • ტრანსპორტირება

    ჩვენ მოვალთ, დაგელოდებით შეცვლისას და წავიღებთ — სეზონის ცვლილებისას დავაბრუნებთ.

  • ფოტო დოკუმენტაცია

    ყოველი საბურავი ფოტოგრაფირდება მიღებისას მდგომარეობის ფიქსირებისთვის

როდის და როგორ შევინახოთ საბურავები

სეზონის გამოცვლისას საბურავების სახლში ან აივანზე შენახვა ადგილს იკავებს და რეზინას აფუჭებს: მზის სხივები, ტემპერატურის ცვლა და ტენიანობა პროტექტორს დროზე ადრე აბერებს. საწყობში საბურავები მზისგან დაცულ, მშრალ და გრილ გარემოში ინახება — გაზაფხულზე ისეთივეს იბრუნებ, როგორიც ჩააბარე.

კურიერი 4 საბურავს პირდაპირ მისამართიდან წამოიღებს, თუ ჯერ არ შეგიცვლია, კურიერი დაგელოდება ვულკანიზაციაში — გრძელვადიან ტარიფზე სედანის კომპლექტი ₾20/თვეა, ჯიპის — ₾32/თვე. სეზონის მოახლოებისას კი დაბრუნებას შეუკვეთავ და ისევ სასურველ ადგილზე მოგიტანთ

  • შენახვისთვის, რეკომენდებულია საბურავების გარეცხვა

    მარილი, ჭუჭყი და ბიტუმი რეზინას შლის — შენახვამდე რეკომენდებულია საბურავების გარეცხვა

  • სწორი პოზიცია

    დისკიანი საბურავები ჰორიზონტალურად ინახება, უდისკო — ვერტიკალურად. საწყობში ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ

  • მონიშნე პოზიციები

    ჩაბარებამდე ცარცით მონიშნე წინა/უკანა და მარჯვენა/მარცხენა — შემდეგ სეზონზე ცვეთა თანაბრად გადანაწილდება.

მზად ხარ სეზონისთვის?

შეინახე საბურავები ახლავე და სეზონის ცვლილებისას — მოგიტანთ სასურველ მისამართზე

დაიწყე შენახვა