ხშირად დასმული კითხვები
როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ყველაფერი, რაც Keepit-ის შესახებ უნდა იცოდე
რა ნივთების შენახვა შეიძლება?
ვინახავთ ავეჯს, ელექტრონიკას, დოკუმენტებს, სეზონურ ნივთებს, ყუთებსა და სხვადასხვა ინვენტარს. საშიში მასალები, მალფუჭებადი პროდუქტები და უკანონო ნივთები არ მიიღება
არის მინიმალური შენახვის ვადა?
მინიმალური შენახვის ვადაა 1 თვე. ვადის გახანგრძლივება ნებისმიერ დროს შეგიძლია შენი მართვის პანელიდან
მოგზაურობისას ბარგის შენახვა შეიძლება?
კი — ჩემოდნებსა და სამოგზაურო ინვენტარს სასტუმროდანაც ვიღებთ და დაბრუნებისას ისევ მოგიტანთ. დეტალები ბარგის შენახვის გვერდზეა
ვინ ფუთავს ნივთებს?
კურიერს შესაფუთი მასალა მოაქვს და ნივთებს ადგილზე ფუთავს. თუ წინასწარ შეფუთვა გირჩევნია, მუყაოს ყუთის შეძენა შეფუთვის გვერდიდან შეგიძლია — მისამართზე მოგიტანთ
როგორ ვაკონტროლებ, რა მაქვს შენახული?
თითო ნივთი ჩაბარებისას ფოტოზე ფიქსირდება და ციფრულ ინვენტარში ჯდება — შენს პანელში ნებისმიერ დროს ხედავ, რა ინახება და რა მდგომარეობაშია.
რა ნივთებს არ ვინახავთ?
უმეტეს ნივთს ვინახავთ, თუმცა გარკვეული კატეგორიები არ მიიღება: მუსიკალური ინსტრუმენტები (პიანინო, გიტარა, როიალი), მალფუჭებადი პროდუქტები და საკვები, სითხეები, აალებადი/ფეთქებადი და საშიში ნივთები, იარაღი და საბრძოლო მასალა, უკანონო ან კანონით აკრძალული ნივთები, ცოცხალი არსებები და მცენარეები, ასევე ნაღდი ფული და ძვირფასეულობა.
