გადასვლის კვირა იშვიათად მიდის გეგმის მიხედვით. ძველი ბინიდან გასვლის თარიღი და ახალ სახლში შესვლის დღე ხშირად არ ემთხვევა, რემონტი იწელება დროში, და მთავარი კითხვა უცვლელია - სად წავიღოთ ავეჯი ამ შუალედში. სწორედ აქ ხდება ავეჯის დროებითი შენახვა პრაქტიკული გამოსავალი და არა უბრალოდ დამატებითი ხარჯი.
თუ სწორად დაგეგმავთ, დროებითი შენახვა ამცირებს სტრესს, იცავს ნივთებს დაზიანებისგან და გაძლევთ მოქნილობას, როცა კალენდარი არ გემორჩილებათ. მთავარი არის არა მხოლოდ ადგილი, სადაც ავეჯს დატოვებთ, არამედ ის, როგორ მოხდება მათი ტრანსპორტირება, შეფუთვა, შენახვა და საჭიროების დროს დაბრუნება.
როდის აქვს აზრი ავეჯის დროებით შენახვას გადასვლისას
ყველაზე ხშირი სცენარი მარტივია - ძველი საცხოვრებელი უნდა დატოვოთ დღეს, ახალი კი მზად იქნება რამდენიმე კვირაში ან თვეში. ასეთ დროს ავეჯის მეგობართან, ავტოფარეხში ან დროებით ოფისში გადატანა თითქოს გამოსავალია, მაგრამ პრაქტიკაში ეს საკმაოდ რთული ფიზიკური სამუშაო და თან ზრდის გადაადგილებების რაოდენობას და შესაბამისად - დაზიანების რისკსაც.
მეორე შემთხვევაა, როცა ახალ სახლში ჯერ ყველაფერი მზად არ არის. იატაკის დაგება, შეღებვა, სამზარეულოს მონტაჟი ან უბრალოდ რემონტის შემდგომი დასუფთავება ბევრად მარტივია ცარიელ სივრცეში. თუ ავეჯს წინასწარ შეიტანთ, სამუშაო გაჭიანურდება და თქვენი ნივთებიც უსასრულო მტვრისა და დაზიანების რისკის ქვეშ მოექცევა.
ასევე არის სიტუაცია, როცა ზომები ჯერ დაზუსტებული არ გაქვთ. ძველი ბინიდან წამოღებული დივანი ან საწოლი შეიძლება ახალ განლაგებას არ მოერგოს ისე, როგორც ელოდით. მოკლევადიანი შენახვა გაძლევთ დროს მშვიდად გადაწყვიტოთ, რა შედის სახლში ახლა, რა მოგვიანებით და რას შეიძლება საერთოდ აღარ იყენებდეთ.
დროებითი შენახვა რას ნიშნავს რეალურად
მხოლოდ ცარიელი სივრცის ქონა საკმარისი არ არის. ავეჯი დიდია, მძიმეა და მგრძნობიარეა ტენიანობის, მტვრის, არასწორი დასაწყობებისა და ხშირი გადაადგილების მიმართ. ამიტომ კარგი სერვისი პირველ რიგში ლოჯისტიკას უნდა აგვარებდეს.
ეს ნიშნავს, რომ კომპანია მოდის თქვენთან, იღებს ნივთებს, ფუთავს მათ, სწორად ახდენს ტრანსპორტირებას და უსაფრთხოდ ინახავს. თუ მომხმარებელს მაინც თვითონ უწევს მანქანის პოვნა, დატვირთვა, გადაზიდვა და შემდეგ საწყობში სიარული, ეს უკვე ძველი ტიპის სთორიჯია რაც საკმაოდ დიდ ჩართულობას მოითხოვს დამკვეთისგან.
როგორ მოამზადოთ ავეჯი შენახვისთვის
დროებითი შენახვა არ ნიშნავს, რომ ნივთები მოუმზადებლად უნდა გავუშვათ. რამდენიმე სწორი ნაბიჯი მოგვიანებით ბევრ პრობლემას აგარიდებთ.
პირველი არის გაწმენდა. რბილ ავეჯზე დარჩენილი მტვერი, საკვების კვალი ან ტენიანობა შენახვის პერიოდში უარესდება. დივანი, სკამები, მატრასი და ხის ზედაპირები უნდა იყოს მშრალი და სუფთა, სანამ წავა საწყობში.
მეორე არის დაშლა იქ, სადაც ეს უსაფრთხოდ და გონივრულად შეიძლება. საწოლის ჩარჩო, მოსახსნელი ფეხები, თაროები და მინის ელემენტები ცალკე შეფუთვით უკეთ ინახება. მაგრამ ზედმეტი დაშლაც შეცდომაა - თუ კონკრეტული ავეჯის თავიდან აწყობა რთულია ან დეტალების დაკარგვის რისკი მაღალია, სჯობს ეს წინასწარ შეფასდეს.
მესამე არის ნაწილების მონიშვნა. ხრახნები, სამაგრები და მცირე დეტალები პატარა პაკეტებში მოათავსეთ და შესაბამის ავეჯს მიამაგრეთ ან მკაფიოდ დააწერეთ სახელი. გადასვლის ბოლოს სწორედ ასეთი მცირე ნივთები ქრება ყველაზე ხშირად.
რა აზიანებს ავეჯს ყველაზე ხშირად
ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ მთავარი რისკი ტრანსპორტირებისას დარტყმაა. ეს მართალია, მაგრამ არა ერთადერთი პრობლემა. ხშირად ავეჯი უფრო მეტად ზიანდება არასწორი შენახვისას, ვიდრე გზაში.
ხის ნივთებს აზიანებს ტენი და არასტაბილური გარემო. რბილ ავეჯს - ჭუჭყი, დაწოლა და ცუდი შეფუთვა. მინისა და ლაქირებული ზედაპირებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა ერთმანეთზე მჭიდრო მიწყობა ან დაუცველი კუთხეები. თუ ავეჯი რამდენიმე ჯერ გადატვირთეს სხვადასხვა ადგილას, მცირე დაზიანებების შანსი სწრაფად იზრდება.
ამიტომ უნდა ეძებოთ არა უბრალოდ დაბალი ფასი, არამედ პროცესი, რომელიც ზედმეტ შეხებას ამცირებს. ნაკლები ხელით გადატანა, უკეთესი შეფუთვა და ერთი კოორდინირებული სერვისი ხშირად უფრო იაფიც გამოდის, თუ დაზიანებული ნივთის შეკეთების ფასსაც ჩავთვლით.
ავეჯის დროებითი შენახვა გადასვლისას - რამდენ ხანს ღირს შენახვა
თუ გადასვლა რემონტს უკავშირდება, ვადა ხშირად ბუნდოვანია. ხელოსნების გრაფიკი, მასალების მიწოდება და საცხოვრებლის მზადყოფნა შეიძლება შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში სჯობს აირჩიოთ მოდელი, სადაც ვადის გახანგრძლივება მარტივია და ნივთების დაბრუნებაც მოკლე შეტყობინებით ხდება.
თუ წინასწარ იცით, რომ ავეჯი ერთი თვეზე მეტი დაგჭირდებათ საწყობში, დაგეგმვა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. იფიქრეთ, რა უნდა იყოს სწრაფად მისაწვდომი და რა შეიძლება დარჩეს უფრო გრძელვადიან შენახვაში. ყველა ნივთი ერთნაირად სასწრაფო არ არის.
როდის ჯობს ყველაფერი არ შეინახოთ
დროებითი შენახვა გამოსადეგია, მაგრამ ყოველთვის არა ყველა ნივთისთვის. თუ უკვე ეჭვი გაქვთ, რომ კონკრეტულ ავეჯს ახალ სახლში აღარ გამოიყენებთ, შესაძლოა გაყიდვან ან გაჩუქება უფრო გონივრული იყოს. გადასვლა კარგი მომენტია იმის გადასაწყვეტად, რა ავეჯი გჭირდებათ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასევე, ძალიან იაფი ან ძლიერ დაზიანებული ავეჯისთვის შენახვის ღირებულება შეიძლება არ ამართლებდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ნაწილობრივ გატეხილ ნივთებს, რომელთა შეკეთებაც არ იგეგმება. მოკლედ, დროებითი შენახვა საუკეთესოა იმ ავეჯისთვის, რომლის შენარჩუნებაც ნამდვილად გსურთ.
კომფორტი რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჟღერს
გადასვლისას ენერგია იკარგება არა მხოლოდ მძიმე ნივთების ტარებაში, არამედ პატარა კოორდინაციებში. ვინ იქნება ბინაში ნივთების ასაღებად, სად იპოვით მანქანას, რამდენჯერ მოგიწევთ მისვლა, ვინ გააღებს საწყობს, რა მოხდება თუ გეგმები გადაიწია. ეს არის ის ნაწილები, რომლებიც დროისა და ნერვების დიდ ნაწილს ჭამს.
ამიტომ on-demand მოდელი ბევრისთვის უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ტრადიციული თვითმომსახურების სთორიჯი. როცა კომპანია მოდის თქვენთან, იღებს ავეჯს, ფუთავს მათ, ინახავს უსაფრთხოდ და მოთხოვნიდან მოკლე დროში გიბრუნებთ უკან, თქვენ რეალურად იხდით არა მხოლოდ კვადრატულ მეტრებში, არამედ დროის ნერვების დაზოგვაში. სწორედ ამ ლოგიკაზეა აგებული Keepit - ნაკლები ჩართულობა და ენერგიის ხარჯვა თქვენგან, მეტი კონტროლი პროცესზე.
რა უნდა გააკეთოთ გადასვლამდე ერთი კვირით ადრე
თუ ავეჯის დროებითი შენახვა გადასვლისას უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, ნუ დაელოდებით ბოლო 24 საათს. ერთი კვირით ადრე გამოყავით ის ნივთები, რომლებიც ნამდვილად მიდის საწყობში და ის, რაც თქვენთან დარჩება ყოველდღიური გამოყენებისთვის. ეს ამცირებს ქაოსს აღების დღეს.
გადაიღეთ ფოტოები უფრო ძვირფასი ან მგრძნობიარე ავეჯის. ეს დაგეხმარებათ როგორც ორგანიზებაში, ისე მდგომარეობის დაფიქსირებაში. შემდეგ მოამზადეთ გასასვლელები, ლიფტის დაჯავშნა თუ საჭიროა, და დარწმუნდით, რომ ყველა მსხვილი ნივთი ხელმისაწვდომია სწრაფი აღებისთვის.
თუ შენახვა მოკლევადიანია, წინასწარ დაფიქრდით დაბრუნების მიმდევრობაზეც. შესაძლოა ყველაფერი ერთ დღეს არ გჭირდებოდეთ. რაც უკეთ დაგეგმავთ, მით ნაკლები ხელახლა გადანაცვლება მოგიწევთ ახალ სახლში.
გადასვლისას საუკეთესო გადაწყვეტილება ყოველთვის ის არის, რომელიც ერთ პრობლემას არ წყვეტს მეორის შექმნის ხარჯზე. თუ დროებითი შენახვა გაძლევთ სისუფთავეს, მოქნილობას და მშვიდად შესვლის შესაძლებლობას ახალ სივრცეში, ის უბრალოდ დამატებითი სერვისი აღარ არის - ეს არის უფრო ჭკვიანური გზა გადაადგილებისთვის.



